ერდოღანი ინგლისს გაემგზავრა

გამგზავრების წინ მან პრეს კონფერენცია გამართა

969587
ერდოღანი ინგლისს გაემგზავრა

 

ინგლისში გამგზავრების წინ პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი ეს ვიზიტი საპასუხოა გასულ წელს ინგლისის პრემიერის, ტერეზა მეის ვიზიტისა და შეხვედრის დროს ძირითად ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალურ, მათ შორის განსაკუთრებით როგორც გარანტიორი ქვეყნები, კვიპროსის საკითხს დაუთმობენ. მისივე თქმით, ინგლისთან ყველანაირ ურთიერთობებს მისი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც გააგრძელებენ.

ანტიტერორისტულ ბრძოლაზე საუბრისას ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკის და თურქი ხალხის პირველ მტერს, ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს წინააღმდეგ ბრძოლას მათ სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ, თანაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

თურქმა პრეზიდენტმა პრეს კონფერენციის ბოლოს, ქალებს დედის დღე მიულოცათ



მსგავსი ინფორმაციები