მეხის დაცემის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები ყოველწლიურად ფიქსირდება

968291
მეხის დაცემის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად წინასწარი მონაცემებით სულ მცირე  25 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის,   ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 48 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 განსხვავებულ რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად რამდენიმე მეხი დაეცა, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა.   მათივე ინფორმაციით დაღუპულთაგან უმრავლესობა გლეხები არიან. ბანგლადეშში მაისი თვის დასაწყისიდან დღემდე მეხის დაცემის შედეგად სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები ყოველწლიურად ფიქსირდება.



მსგავსი ინფორმაციები