ჩავუშოღლუ: „ქვეყნებმა უნდა დაიცვან შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს“

ჩავუშოღლუ: „ქვეყნებმა უნდა დაიცვან შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს“

967705
ჩავუშოღლუ: „ქვეყნებმა უნდა დაიცვან შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  აშშ-ს მხრიდან ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა დაიცვან შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლინას ლინკევიჩუსისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით 2015 წელს ბირთვულ შეთანხმებას ხელი მხოლოდ,  აშშ-მ არ მოაწერა,  არამედ ევროკავშირის და სხვა ქვეყნებმაც მოაწერეს, ამიტომ აშშ-ს მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ცალმხრივად გაუქმება არასწორი ნაბიჯია. თურქმა მინისტრმა ისიც გაიხსენა, რომ შეთანხმების მომწერი სხვა ქვეყნები აღნიშნულ შეთანხმებას მხარს უჭერენ, ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ახალი ქაოსის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს თურქეთის საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთი ყოველგვარი ბირთვული იარაღის წინააღმდეგია.



მსგავსი ინფორმაციები