ერდოღანიც გამოეხმაურა აშშ-ს გადაწყვეტილებას

მისი აზრით წაგებული ამერიკა დარჩება

967127
ერდოღანიც გამოეხმაურა აშშ-ს გადაწყვეტილებას

 

ერდოღანმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ CNN International-ის კორესპონდენტ ბეკი ანდერსონს და შეფასება მისცა რა მსოფლიოს დღის წესრიგს და აშშ-ს გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე, თქვა, რომ ამით მხოლოდ ამერიკა წააგებს, რადგან იგი ერთგული არ დარჩა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისადმი.

"წლების განმავლობაში იძახოდნენ, რომ ასეთი შეთანხმება ვერ დაიდება, მაგრამ, დაიდო და წლების განმავლობაში არსებული პესიმიზმი ოპტიმიზმით შეიცვალა და იმედებიც გაზარდა, მაგრამ, ახლა, ამ საპირისპირო მიმართულებით განვითარება კი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოსა და გლობალურ ეკონომიკაზეც მოახდენს უარყოფით ზეგავლენას. საქმის ასეთი განვითარება მხოლოდ აშშ-ს  მოუტანს სარგებელს, მაგრამ, სამაგიეროდ მრავალი ქვეყანა სერიოზულად დაზარალდება და უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგებიან. რატომ ვუხსნით გზას უფრო დიდ კრიზისებს? ჩვენ არ გვჭირდება სხვა კრიზისები", განაცხადა ერდოღანმა.

ბეკი ანდერსონის კითხვას თუ რა არის ის  რისკი, რომელმაც აშშ-ს და ირანს შორის დიდი კრიზისი გამოიწვიოს, ასეთი პასუხი გასცა: “ჩემი აზრით წაგებული ამერიკა დარჩება, ირანი კომპრომისზე არ წავა და შეთანხმების ერთგული დარჩება. ამერიკა კი წააგებს, რადგან შეთახმების ერთგული არ რჩება. საერთაშორისო შეთანხმებები არ არის ისეთი შეთანხმებები, რომელთა განხორციელება თუ გაუქმება სურვილის მიხედვით ხდებოდეს, თუ მათზე ხელმოწერები დასმულია, მაშინ, მის მიმართ ერთგულად დარჩენა აუცილებელია".



მსგავსი ინფორმაციები