ერდოღანმა სტამბოლში მიტინგი გამართა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტამბოლში უფრო მეტი ხმები მივიღოთ“

960398
ერდოღანმა სტამბოლში მიტინგი გამართა
basbakan istanbul.jpg

 

 

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლელი ქალი თანაპარტიელების წინაშე და შეფასება მისცა რა ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, თქვა, რომ თურქეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

მისივე თქმით ყველაზე მეტი ხმის მოპოვება  ამ ქალაქში სურთ, რადგან, უმეტესწილად სწორედ სტამბოლი განსაზღვრავს არჩევნების ბედს და ვინც ამ ქალაქში უფრო მეტ ხმებს მოიპოვებს, გამარჯვებულიც ის რჩება.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მათ სურთ, ქვეყნის პოლიტიკაშიც და პარლამენტშიც უფრო მეტი ქალები იხილონ, რადგან, რაც უფრო მეტი იქნება ქალთა რაოდენობა, იმდენად წარმომადგენლობითი და ეფექტური იქნება მუშაობაც.

პრეზიდენტის თქმითვე, მათი პირველი საქმე ახალ ეტაპზე ბოსფორის სრუტის ალტერნატივა, მის პარალელურად ევროპულ ნაწილში ასაშენებელი სტამბოლის არხი იქნება, რაც საკმარისად განტვირთავს ბოსფორის სრუტეს და უფრო უსაფრთხოს გახდის მას



მსგავსი ინფორმაციები