ილჰამ ალიევი დღეს ანკარას ეწვევა

ეს იქნება მისი ახლიდან არჩევის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი

957357
ილჰამ ალიევი დღეს ანკარას ეწვევა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს-ცენტრის განცხადებით, 11 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ახლიდან არჩეული ილჰამ ალიევი, დღეს, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა და ეს იქნება მისი პრეზიდენტობის ახალ ვადაში პირველი უცხოური ვიზიტი რა, მის ფარგლებში, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და რ.თ. ერდოღანი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს (YDSK) მე-7 შეხვედრაში.   ვიზიტის ფარგლებში განიხილება აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები, ხოლო ამის პარალელურად რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებშიც გაცვლიან ურთიერთ აზრებს, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს-ცენტრის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები