თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

‘’ჰეგემონობა უპირობოდ ეკუთვნის ხალხს’’

956863
თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

 

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტის, ბავშვთა საერთაშორისო დღესასწაულთან და დიდი ეროვნული მეჯლისის გახსნის  98-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯები გაავრცელეს თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, პარლამენტის თავჯდომარემ ისმაილ კაჰრამანმა და პრემიერმა ბინალი ილდირიმმა. ‘’ჰეგემონობა უპირობოდ ეკუთვნის ხალხს’’, აი ეს სიტყვები წარმოადგენდა ახლად შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის საფუძველს და ასეა დღესაც, წერს ერდოღანი და ამატებს: “ყველანაირი ნეგატიურების მიუხედავად ჩვენი ქვეყანა და ხალხი წინ იყურება, ერთის მხრივ გრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკური აყვავება და ამის ღირსეული შედეგია თურქეთის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა საერთაშორისო პლატფორმებზე“.

პარლამენტის თავჯდომარე ისმაილ კაჰრამანი ბავშვებისადმი მიმართვაში წერს: “თქვენი, მომავალი თაობების ამოცანაა, გადალახოთ ყველანაირი დაბრკოლებები, გაატაროთ საჭირო რეფორმები და ცვლილებები, თქვენი სამშობლო კიდევ უფრო ააყვავოთ და იგი კვლავ შეიყვანოთ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების სიაში’’. 

პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის მისალოცში კი წერია: “დიდი ეროვნული მეჯლისი თავის ძალას იღებს ეროვნული ჰეგემონობის პრინციპებისგან და როგორც ამ 98 წლის განმავლობაში წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის ძირითად გარანტს, ამის შემდეგაც ასე გაგრძელდება, რადგან თურქი ხალხი აღარასოდეს აღარ გადაუხვევს დემოკრატიისა და განვითარების გზიდან. ‘’მე მწამს რომ, ჩვენი მომავალი თაობებიც გადალახავენ ყოველგვარ სირთულეებს და ზრუნვას არ მოაკლებენ ქვეყნის აყვავებას’’, წერია პრემიერ ილდირიმის მისალოც მესიჯში

მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ თავის მესიჯში აღნიშნა: "23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დღე, დემოკრატიის განვითარების, სამართლიანობის უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობის განმტკიცების და მშვიდობისა და განვითარების გარანტია ჩვენს ქვეყანაში."



მსგავსი ინფორმაციები