თურქი ჯარები ანტიტერორისტულ ბრძოლას ქვეყნის შიგნითაც აგრძელებენ
ლიკვიდირებული 16 სეპარატისტიდან 1 წითელი ბიულეტენით იძებნებოდა
956607
თურქმა ჯარისკაცებმა წითელი ბიულეტენით ძებნილი PKK-ს წევრი ტერორისტის განეიტრალება მოახდინეს. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, 6-16 აპრილს შორის, აღრის მთის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 16 სეპარატისტის განეიტრალება მოხდა და მათი იდენტიფიკაციის დროს დადგინდა, რომ ერთ-ერთი, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წითელი ბიულეტენით ძებნილ ტერორისტთა სიაში იმყოფებოდა, რადგან მას მრავალ ტერაქტებში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. ამავე განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაცია აღრის მთის რეგიონში გრძელდება
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს
ჰაქან ფიდანი სირიასთან და ღაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს