პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალური საკითხები შეაფასა

956404
პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილება და აქტუალური საკითხები შეაფასა.

პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილების მიღების მიზეზების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა რომ მთელი დასავლეთი საფრთის პროექციაა.

მისივე თქმით საფრთხე უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული პარტნიორებიდან მოდის და დაამატა: "ჩრდილოეთ სირიაში არსებული ბაზები ვის წინააღმდეგაა? აშშ-ს შეუძლია ეს იარაღი, საბრძოლო მასალა ტერორგანიზაციებს მისცეს. სირიის ჩრდილოეთში აშშ-მა 5 ათასი ტრაილერი იარაღი გააგზავნა. ჩვენ საფასურის გადახდით ვერ ვიძენთ აშშ-სგან იარაღს მაგრამ ამ ტერორგანიზაციებს სამწუხაროდ აშშ, კოალიციის ძალები უსასყიდლოდ ამ იარაღს საბრძოლო მასალის მიცემა შეუძლია. ესე იგი საფრთხე საიდან მოდის? უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული პარტნიორებიდან მოდის. სირიის მხრიდან არის ადგილები საიდანაც სერიოზულ საფრთხეები მოდის." 

პრეზიდენტმა ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში არჩევნების ჩატარების კრიტიკის თაობაზე კი აღნიშნა რომ საარჩევნო პროცესში რაიმე პრობლემა არ შეიქმნება.

მისივე თქმით საგანგებო მდგომარეობით პარტიები უფრო ჯანსაღ თავისუფალ კამპანიას აწარმოებენ და აშშ-დან ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ერდოღანი ასევე შეეხო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს და აღნიშნა რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 16 ათას 650-ს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები