ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიციაც მზადაა
თურქეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 24 ივნის ჩატარდება
თურქეთში მიმდინარე წლის 24 ივნის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ვადამდელი არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიებიდან პირველი შეფასებები გაკეთდა. სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) თავჯდომარის მოადგილე, ბულენთ თეზჟანმა განაცხადა, რომ მათი პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის მზადაა. ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ კი საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის მათი პარტიაც მზადაა და პრეზიდენტობის კანდიდატი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. კარგი პარტიის (İYİ Parti) ლიდერმა მერალ აქშენერმა კი განაცხადა, რომ პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ. თვითონ კი 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებით პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს.