ჩავუშოღლუმ და სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ჩავუშოღლუმ და სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

952629
ჩავუშოღლუმ და სტოლტენბერგმა ერთობლივი  პრესკონფერენცია გამართეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „ნატოსგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო აქტიურ მხარდაჭერას ველით. ჩვენ კარგად ვიცით რომ გენერალური მდივანი ამ აზრისაა. ამისათვის კი მას მადლობას ვუხდით. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში დისკრიმინაციულ მიდგომას ვეწინააღმდეგებით. საჭიროა ყველა ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთნაირად ვიბრძოლოთ“, განაცხადა თურქმა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ თურქეთის მათდამი მხარდაჭერა,  რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას დაარღვევს, გამოეხმაურა და დასძინა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები მაკრონის განცხადებით არ დაზარალდება, რადგან, ანკარა-მოსკოვს შორის მჭიდრო კავშირებია. პრესკონფერენციის დროს ნატოს გენერალურ მდივან,  იენს სტოლტენბერგმა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK/PYD-YPG და  DEAŞ-ის  წინააღმდეგ განხორციელებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპერაციის დროს თურქეთის გამჭვირვალობას მიესალმება. მან, აშშ-ს, საფრანგეთის და ინგლისი მხრიდან სირიაში განხორციელებული საჰაერო ოპერაციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ოპერაციის  მიზანი, რეჟიმისადმი  ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის გამო ერთგვარი მესიჯი იყო.



მსგავსი ინფორმაციები