ქალინი: „მესამე მსოფლიო ომი იწყება“?
ქალინი: „მესამე მსოფლიო ომი იწყება“?
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი, გაზეთ „Daily Sabah“-სთვის დაწერილ სტატიაში, სათაურით:-„მესამე მსოფლიო ომი იწყება?“, აცხადებს, რომ 2013 წელს რეჟიმისთვის სერიოზული პასუხი რომ გაცემულიყო, სირიის კრიზისი შეიცვლებოდა. იბრაჰიმ ქალინმა სტატიაში სირიაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა: „აშშ-სა და რუსეთს შორის, სირიაში რეჟიმის მხრიდან 7 აპრილს ქალაქ, დუმაში განხორციელებული ქიმიური იარაღით თავდასხმის კამათი, ნუთუ იმაზე მიუთითებს, რომ მესამე მსოფლიო ომი იწყება? გაზვიადებულ განცხადებებს და ურთიერთ მუქარის შემცველ ქმედებებს თუ გამოვრიცხავთ, ამ კითხვის პასუხი რა თქმა უნდა, არაა“. ქალინი სტატიაში ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა „ცივი ომის დროინდელი დაუხურავი ანგარიშებია“. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ბაშარ ასადის მხრიდან 7 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცე არგუმენტები არსებობს. პრესსპიკერი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქ დუმაში დაახლოებით 500 ადამიანს, ტოქსიკური ქიმიკატების ზემოქმედების ნიშნები და სიმპტომები აღენიშნება. „7 აპრილს დუმაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რეჟიმს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, დუმაში პირველად არ გამოუყენებია. 2013 წელს მსგავსი შემთხვევის დროს, აშშ-ს ექსპრეზიდენტ, ბარაკ ობამამ ასადის მხრიდან განხორციელებულ მსგავს ქმედებას, „წითელი ხაზი“-ს გადაკვეთად უწოდა, მაგრამ მის აღსაკვეთად შესაბამისი ნაბიჯი არ გადაუგდია. ობამას ამ წარუმატებელმა ქმედებამ, რუსეთის და ირანის სირიაში უფრო გაძლიერებას შეუწყო ხელი. რამაც საბოლოოდ ასადის რეჟიმის გაძლიერებას მისცა საბაბი“, აცხადებს იბრაჰიმ ქალინი გაზეთ „Daily Sabah“-სთვის დაწერილ სტატიაში.