ანკარა კმაყოფილებით შეხვდა ესადზე თავდასხმას

“ეს არის რეჟიმის ქმედებებზე განხორციელებული საპასუხო რეაქცია“

951199
ანკარა კმაყოფილებით შეხვდა ესადზე თავდასხმას

 

ოფიციალური ანკარა მოკავშირეების მხრიდან ესადის რეჟიმზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას კმაყოფილებით შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა:

“7 აპრილს, ესადის რეჟიმის მიერ დუმაში გამოყენებული ქიმიური იარაღის საპასუხოდ აშშ-ს, ინგლისის და საფრანგეთის საჰაერო დარტყმას ანკარა მართებულად მიიჩნევს, რადგან, ეს არის რეჟიმის ქმედებებზე განხორციელებული საპასუხო რეაქცია და აქედან გამომდინარე კმაყოფილებას გამოვთქვამთ. მშვიდობიან მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება დიდი დანაშაულია და უკვე 7 წელია რაც ესადის რეჟიმი ამას იყენებს და ამით ომის დანაშაულსაც სჩადის. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების სინდისში არ არსებობს რაიმე ეჭვი. ანკარა მიიჩნევს, რომ ასეთი დანაშაულებები დაუსჯელად არ უნდა დარჩეს, ამიტომაც მოკავშირეთა თავდასხმას მსგავსი მოვლენების, ე.ი. ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად თვლის“, აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები