თურქეთმა გერმანიას მიუსამძიმრა

თურქეთმა გერმანიას მიუსამძიმრა

946808
თურქეთმა გერმანიას მიუსამძიმრა

გუშინ,  გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ერთ-ერთი ავტომობილის მიერ ფეხით მოსიარულეებზე დაჯახების შედეგად დაღუპულების და დაშავებულების გამო თურქეთმა სამძიმრის წერილი გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ერთ-ერთი ავტომობილის მიერ ფეხით მოსიარულეებზე დაჯახების შედეგად დაღუპულების და დაშავებულების გამო დაღუპულების ოჯახებს ვუსამძიმრებთ და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ავტომობილის რომელმაც ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, სამი ადამიანი დაიღუპა. მიუნსტერის პოლიციის განცხადებით აღნიშნული ავტომობილის მძღოლმა ფეხით მოსიარულეებზე დაჯახების  შემდეგ თავი მოიკლა. ქვეყნის მედიის ინფორმაციით კი, მძღოლს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებები მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები