ერდოღანი: „თურქეთის დანაწევრებას ვერავინ ვეღარ შესძლებს“

ერდოღანი AKP-ს სიირთის კონგრესებზე სიტყვით გამოვიდა

946910
ერდოღანი: „თურქეთის დანაწევრებას ვერავინ ვეღარ შესძლებს“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  სიირთის კონგრესებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთის დანაწევრებას ვერავინ ვეღარ შესძლებს. მან სიტყვით გამოსვლისას ასევე მოსახლეობას  ერთიანობისკენ მოუწოდა. „ძმებს შორის ამბოხების და ბოროტების დათესვის მსურველებს ამის უფლებას აღარ მივცემთ. ამ ქვეყანაში თურქი, ქურთი, არაბი ან კიდევ ნებისმიერი სხვა, ყველა ძმები არიან. სამწუხაროდ ტერ ორგანიზაცია, პკკ-მ ჩვენ დაგვანაწევრა. მაგრამ, აწი ამის უფლებას არავის მივცემთ“, განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში განხორციელებულ „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 4000-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ჩრდილოეთ ერაყში 327 ტერორისტი იქნა გაუვნებელყოფილი. მან ბოლოს, სირიაში აღმოსავლეთ გუტაში განხორციელებულ თავდასხმებსაც შეეხო და დასავლეთი უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.



მსგავსი ინფორმაციები