ერდოღანი აიდინის კონგრესზე გამოვიდა სიტყვით

“აფრინის ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია 3991 ტერორისტი“

946462
ერდოღანი აიდინის კონგრესზე გამოვიდა სიტყვით

 

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქალაქ აიდინში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კონგრესზე და შეფასება მისცა რა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში, ჯერ ევფრატის ფარის და შემდეგ აფრინის ანტიტერორისტულ  ოპერაციებს, თქვა, რომ ამ ორი ოპერაციის შედეგად სირიის ჩრდილოეთში ტერორისტებისგან გაათავისუფლეს 2 ათასი კვ. კმ-ის ფართობი და წინა წლებთან შედარებით საკმარისად უსაფრთხო გახადეს თურქეთის საზღვრები. მისივე თქმით, 20 იანვრის აქეთ დაწყებული ზეთისხილის რტოს ოპერაციის ფარგლებში დღემდე ლიკვიდირებულ იქნა 3991 ქურთი სეპარატისტი. “ჩვენი გმირი ჯარისკაცები ანტიტერორისტულ ოპერაციებს აგრძელებენ ქვეყნის შიგნითაც და ერაყის ჩრდილოეთშიც. ჩვენ ამერიკისგან იარაღი ვითხოვეთ, მაგრამ, კონგრესმა არ დაამტკიცა ანკარის ეს მოთხოვნა, ამაზე მადლობისა მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან, ამ უარის შემდეგ თურქეთმა თვით დაიწყო საკუთარი იარაღების წარმოება და ამჟამად ჩვენს არმიას ჩვენვე ვუზრუნველყოფთ მრავალი თანამედროვე იარაღით“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები