ანტიტერორისტული ოპერაციები აღრის რეგიონშიც გრძელდება

ლიკვიდირებულია კიდევ 3 სეპარატისტი

946221
ანტიტერორისტული ოპერაციები აღრის რეგიონშიც გრძელდება

 

აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე აღრის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამავე სახელწოდების მთის კალთებზე თავშეფარებული ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ტერორისტთა ერთი ჯგუფი იქნა დაფიქსირებული, რომლებიც თურქ სამხედროებსა და სამოქალაქოებზე თავდასხმას გეგმავდნენ და საჰაერო დარტყმის შედეგად ადგილზევე ლიკვიდირებულ იქნა 3 სეპარატისტი, ხოლო დანარჩენების განეიტრალების მიზნით ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ლიკვიდირებულები აღმოჩნდნენ ის ტერორისტები, რომლებმაც 12 მარტს შეჰიდი გახადეს უფროსი სერჟანტი გოქსელ კოჩი.

ამავე ინფორმაციით, თურქმა მესაზღვრეებმა ირანიდან  თურქეთში არალეგალურად გადმოსული ათეულობით ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტი დააკავეს  



მსგავსი ინფორმაციები