თუნჯელიში 4 ტერორისტი გაანეიტრალეს
თუნჯელის პულუმურის რაიონის პერიფერიებში, უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 4 ტერორისტი იქნა განეიტრალებული
944836

თუნჯელის პულუმურის რაიონის პერიფერიებში, უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 4 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.
თუნჯელის გუბერნატორის სამსახურში გაკეთებული განცხადების თანახმად, დაზვერვის სამსახურის და პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობის კოორდინირებით გუშინ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.
შეტაკების დროს ერთი სამხედრო მკლავში დაიჭრა, რომლის მკურნალობის პროცესი ისევ გრძელდება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში ოპერაციები გრძელდება და ქალაქის მასშტაბით ტერორისტების გამოვლენა-განეიტრალების სამუშაოები გრძელდება.
მსგავსი ინფორმაციები

ჰულისი აქარი: „ერაყის ჩრდილოეთში 100-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“
ჰულისი აქარი: „ერაყის ჩრდილოეთში 100-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“