ერდოღანმა რუჰანი მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

944234
ერდოღანმა რუჰანი მიიღო

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოსულ ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის პირისპირი შეხვედრა მოუწყო მისმა თურქმა კოლეგამ რეჯებ თაიპ ერდოღანმა და დახურულ კარს მიღმა წარმართული ამ შეხვედრის დროს ძირითადი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც დაუთმეს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანი ანკარაში მყოფ თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინსაც მიიღებს, რის დასრულების კვალდაკვალ სამუშაო სადილზე სამთა სამიტი შესდგება და სირიის სამშვიდობო პროცესს განიხილავენ. მისი დასრულების შემდეგ კი სამივე ლიდერი ერთობლივ პრეს კონფერენციას მოაწყობენ, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები