ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთს

ხვალ ანკარაში სამთა სამიტი გაიმართება

943668
ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთს

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანკარაში ჩამოვიდა.

ესენბოღას აეროპორტიდან იგი თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვია, სადაც მას ოფიციალური ცერემონიით დახვდა მისი თურქი კოლეგა რ.თ. ერდოღანი.

ამის შემდეგ ლიდერებმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით მონაწილეობა მიიღეს აქქუის ბირთვული ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში, რომელზედაც ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავზე, მისი ქვეყანა მსოფლიოს 10 ზეგანვითარებული სახელმწიფოს სიაში შევა.

მისივე თქმით აქქუის ბირთვული სადგური თურქეთის ენერგეტიკული მოთხოვნილების 10%-ს დააკმაყოფილებს.

ცერემონიის დასრულების კვალდაკვალ მათი პირისპირი შეხვედრა გაიმართა.

დღესვე ამ ორი ლიდერის თანა თავჯდომარეობით თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეკრება გაიმართება რა, მისი დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეს კონფერენციას მოაწყობენ, ხოლო საღამოს კი ერდოღანი პუტინის საპატივსაცემოთ ვახშამს გამართავს.

ხვალ ანკარაში სირიის საკითხზე ერდოღან-პუტინ-რუჰანის მონაწილეობით მორიგი სამთა სამიტი გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები