ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი სამოქალაქო პერსონალი დაიღუპა

„ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში ნაღმის აფეთქების შედეგად სამხედრო სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი სამოქალაქო პერსონალი დაიღუპა

942362
ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი სამოქალაქო პერსონალი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში ნაღმის აფეთქების შედეგად სამხედრო სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი სამოქალაქო პერსონალი დაიღუპა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, აფრინის კესტელე ჰიდირიას რეგიონში მოძრავი სამხედრო სატრანსპორტო საშუალება ნაღმზე აფეთქდა.

აქვე აღნიშნულია, რომ აფეთქების შედეგად ასევე სამი სამხედრო დაშავდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აფეთქების შედეგად დაღუპული ჩვენი ძვირფასი შეჰიდის გამო. მის ოჯახს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ერს სამძიმარს ვუცხადებთ და მოთმინებას, დაჭრილ გმირ ჩვენს თანამებრძოლებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“-ნათქვამია გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.  



მსგავსი ინფორმაციები