ერდოღანმა საფრანგეთის მხრიდან PKK/PYD-YPG-ს ლიდერების მასპინძლობა მკაცრად გააკრიტიკა

ტერორისტებისგან გაწმენდილ ტერიტორიებზე დაბრუნებულ სირიელთა რაოდენობამ 160 ათასს მიაღწია

942142
ერდოღანმა საფრანგეთის მხრიდან PKK/PYD-YPG-ს ლიდერების მასპინძლობა მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  ადანის კონგრესებზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის მხრიდან  ტერ ორგანიზაცია,  PKK/PYD-YPG-ს ლიდერების მასპინძლობა მკაცრად გააკრიტიკა.  მისი თქმით მაშინ, როდესაც თურქეთმა სირიაში გლობალური თამაშების წესები დაარღვია, ზოგიერთებმა სხვადასხვა ხმების გამოცემა დაიწყეს. ერდოღანმა, აშშ-ს მხრიდან სირიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან. პრეზიდენტმა აფრინის რეგიონში არსებული ბოლო მდგომარეობაც შეაფასა და დაამატა, რომ „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 3844 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული რა, ტერორისტებისგან გაწმენდილ ტერიტორიებზე სირიელებმა, რომლებიც თურქეთს აფარებდნენ თავს,  დაბრუნება დაიწყეს და მათ რიცხვმა 160 ათასს მიაღწია. ერდოღანმა ისიც დასძინა, რომ ოპერაციები ამის შემდეგ თელ-რიფათში და სხვა რეგიონებში გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები