ერდოღანის მკაცრი კრიტიკა ნეთანიაჰუს

ეი ნეთანიაჰუ, შენ ძალიან სუსტი და უცნაური ხარ

942091
ერდოღანის მკაცრი კრიტიკა ნეთანიაჰუს

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ადანის კონგრესებზე სიტყვით გამოსვლამდე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისრაელის პრემიერმინისტრის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში განხორციელებული  „ზეთისხილის რტო“-ს, ოპერაციის, რომელიც, რეგიონის  PYD/YPG/PKK/KCK-ს და DEAŞ-ის ტერორისტების გასანეიტრალებლად არის მიმართული კრიტიკას მკაცრად უპასუხა. „გუშინ ნეთანიაჰუ, რომელის ჩემი მოპასუხე არ არის, აცხადებს, რომ მათ სამხედროებს ძალადობა არ ჩაუდენიათ. იმათ თვალები აქვთ ვერ ხედავენ, ყურები აქვთ არ ესმით, პირი აქვთ სიმართლის თქმა არ შეუძლიათ, გულები კი მთალ დალუქული აქვთ. მსოფლიოს მასშტაბით ყველამ კარგად იცის თუ როგორი სასტიკია ისრაელის ჯარები. ისრაელი ჩაგრულების წინააღმდეგ არის მამაცი. ჩაგრულების გარდა ყველასგან ეშინია. სასტიკები ვერასოდეს იქნებიან მამაცები. მათ გმირთა მემორიალის აღმართვა არ შეუძლიათ. ეი ნეთანიაჰუ, შენ ძალიან სუსტი და უცნაური ხარ. თავს გაუფრთხილდი. შენი მიზანი ტერორიზმის დამარცხება არაა. ღაზას სექტორში და იერუსალიმში რაც ჩაიდინე  ყველასათვის ნათელია. შენ მსოფლიოში არავის უყვარხარ.  ბირთვული იარაღი მაქვსო მაგით ნუ იამაყებ. მოვა დრო მათაც ექნებათ ეგ იარაღი. ღმერთი ყოველთვის ჩაგრულის და მართალის გვერდითაა“, განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები