თურქეთში არალეგალების დენადობა იზრდება
დღეს 208 მიგრანტი დააკავეს
937100
როგორც განაცხადეს ერზრუმის პოლიციის სამმართველოდან, მათმა თანამშრომლებმა ამ ოლქის საზღვრებში, კონკრეტულად კი აღრი-ერზრუმის ავტომაგისტრალზე ფეხით მოსიარულე 180 არალეგალი მიგრანტი დააკავეს და ისინი ავტობუსებით ქალაქის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს რა, ყველანი ავღანეთის და პაკისტანის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.
ახლა დაკავებულებს შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ აშკალეს საიმიგრაციო ცენტრში გადააგზავნიან, საიდანაც მათი დეპორტაცია მოხდება.
ახლახან მიღებული მეორე ინფორმაციით კი, კიდევ 28 არალეგალი მიგრანტი თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ქირქლარელის მიდამოებში დააკავეს და პაკისტანის, ირანის და სირიის მოქალაქეებისაგან შემდგარი ეს ჯგუფი არალეგალური გზებით ჯერ საბერძნეთში ან ბულგარეთში, შემდეგ კი აქედან ევროპაში გადასვლას აპირებდნენ