ერდოღანი: „ოპერაციები შესაძლოა იდლიბში და მემბიჯშიც გაგრძელდეს“

ერდოღანი: „ოპერაციები შესაძლოა იდლიბში და მემბიჯშიც გაგრძელდეს“

936297
ერდოღანი: „ოპერაციები შესაძლოა იდლიბში და მემბიჯშიც გაგრძელდეს“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფრინის შემდეგ იდლიბში და მემბიჯში ოპერაციის შესაძლო გაგრძელებაზე მინიშნება გააკეთა. მან ამის შესახებ დღეს, სტამბოლში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ერდოღანმა გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა: „ვუთხარით რომ; ჩვენ აქედან უკან აღარ დავიხევთ. ჩვენ მხოლოდ დაზარალებულების  გვერდით ვართ. ჩვენი ერი მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის დაზარალებულების გვერდით იდგა. ორი დღის წინაც ბატონ, პუტინთან იგივე საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენ არასოდეს ვმდგარვართ მჩაგვრელების გვერდით.“ თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე წლის 20 იანვარს დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიმართულია რეგიონის მეგობარი და მოძმე ხალხის ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ისგან გასათავისუფლებლად დღემდე ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობა 3700-ს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები