თურქი ჯარები ანტიტერორისტულ ბრძოლას აგრძელებენ
აფრინის მცხოვრებლებმა მეჰმედჩიკებს 18 ტერორისტი გადასცეს
934307

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სოციალურ ქსელ Twitter- ით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სირიის აფრინის რეგიონის მცხოვრებლებმა თურქ სამხედროებს გუშინწინ 3, გუშინ კი მათი მხრიდან შეპყრობილი კიდევ 18 ტერორისტი გადასცეს.
ამავე ცნობით, ჩრდილოეთ ერაყის ჰაქურქის რაიონში კი თურქული ბომბდამშენების მორიგი რეიდის დროს ლიკვიდირებულ იქნა 12 პკკ-ას ტერორისტი, რომლებიც თურქ ჯარებზე თავდასხმის სამზადისში იყვნენ.
“აფრინის ტერორისტებისაგან გათავისუფლების კვალდაკვალ აქ შესულმა თურქმა ჯარებმა განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს, რაც ხელს უწყობს ქალაქიდან გასული მცხოვრებლების საკუთარ კერებში დაბრუნებას“ აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში