თურქეთის მთავრობამ აფრინზე კონტროლის დამყარება შეფასა

თურქეთის მთავრობამ აფრინზე კონტროლის დამყარება შეფასა

932360
თურქეთის მთავრობამ აფრინზე კონტროლის დამყარება შეფასა

თურქეთის ვიცეპრემიერმა ბექორ ბოზდაღმა აფრინზე კონტროლის დამყარებას სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და განაცხადა: „ჯერ ჩვენი საქმე არ დასრულებულა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს მაგრამ,  აფრინში ტერორი და ტერორისტები დასრულდნენ. აფრინელი ხალხის ტერორის შიში დასრულდა. ამის შემდეგ ადგილობრივებს მშვიდ გარემოში შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება. ტერორისტული დერეფანის და ტერორისტული სახელმწიფო ჩამოყალიბება/ჩამოყალიბების  პროექტი ჩაიშალა. აფრინში  PYD/YPG/PKK/KCK-ს და DEAŞ-ის ტერორისტების მხარდამჭერებმა დამარცხდნენ“. საკითხს პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ძალა და სიმტკიცე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. აფრინზე კონტროლი დამყარებას თავდაცვის მინისტრი ნურეთთინ ჯანიქლიც სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და განაცხადა: „ჩვენი გმირი  არმია, როგორც გუშინ, დღესაც განაგრძობს ჩვენი და რეგიონის ქვეყნების  უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფას“. მეორეს მხრივ თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ აფრინის რეგიონზე კონტროლის დამყარებას,  თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქიც გამოეხმაურა და დასძინა, რომ ამ ოპერაციით თურქეთის ჩაგრულების გვერდით ყოფნა კიდევ ერთხელ ნათლად დამტკიცდა.



მსგავსი ინფორმაციები