ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას
იგი სტოლტენბერგს და პოროშენკოს ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ჯერ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.
სტოლტენბერგთან საუბრის დროს ერდოღანმა მიულოცა დაბადების დღე და წარმატებები უსურვა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში, ხოლო ამის პარალელურად დეტალური ინფორმაციები მისცა რა სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ, აღნიშნა, რომ ამ ოპერაციის დროს უდიდეს ძალისხმევას იჩენენ, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს.
“თურქეთი არა მხოლოდ ქურთულ ტერ ორგანიზაციებს, PYD/YPG, PKK-ს ებრძვის, არამედ FETÖ-ს და DEAŞ-ის ტერორისტებსაც, როცა ნატოს წევრი ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები ამ ჩამოთვლილი ზოგიერთი ტერ ორგანიზაციის მიმართ ტოლერანტობას იჩენენ და მხოლოდ დეაშს აჩვენებენ ტერორისტულად, რაც ანკარის აღშფოთებას იწვევს“, განუცხადა ერდოღანმა.
სტოლტენბერგის თქმით თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი და ერთგული მოკავშირეა და აქტიურ მონაწილეობას იღებს მის ყოველგვარ ღონისძიებებში.
უკრაინელ კოლეგა პოროშენკოსთან საუბარში ძირითადად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაუმჯობესების საკითხები, განსაკუთრებით, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და თავდაცვის მრეწველობის სფეროებში.
ორი ლიდერი ასევე შეეხო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ბოლო დროს ყირიმში განვითარებულ მოვლენებს და ყირიმის თათრების საკითხებსაც, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში