პრეზიდენტმა ერდოღანმა ეპ-ს გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მწვავე რეაქცია
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მწვავე რეაქცია
პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ თურქეთის სირიაში წარმოებულ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“სთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მწვავე რეაქცია.
ერდოღანმა ერზურუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „შენ, ევროპარლამენტო, როდის დაიწყე ამ ერისთვის ჭკუის სწავლება? ეგ ჭკუა თქვენთვის შეინახეთ... ჩვენ ვუწვეთ მასპინძლობას 7 წელია 3,5 მილიონ სირიელს. კარი რომ გაგვეღო და გამოგვეგზავნა გასაქცევ ხვრელს დაუწყებდით ძებნას. ჩვენ გვევედრებოდით „კარი არ გახსნათო“. ჩვენ ადამიანობა გამოვიჩინეთ, მაგრამ თქვენ ადამიანობის არ გესმით. ახლაც რა გადაწყვეტილებაც გინდათ მიიღეთ, ერთ ყურში შევა და მეორეში გამოვა. თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ისედაც ფასი არ აქვს.“
ევროპარლამენტის გენერალურ სესიაზე გუშინ მიღებულ რეზოლუციაში თურქეტს მოუწოდებენ შეაჩეროს აფრინში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ და აღნიშნულია, რომ იგი სამოქალაქოებს საფრთხეს უქმნის. აქვე ნათქვამია, რომ აფრინში ვითარების დაძაბვით შეშფოთებულები არიან და თურქეთს აფრინიდან სამხედროების გამოყვანისა და კონსტრუქციული როლის შესრულებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციაში აცხადებენ, რომ „აფრინიდან სამოქალაქოების დაღუპვის შესახებ ინფორმაციები მოდის„ და მოთხოვნილია „გაეროს მიერ ტერორგანიზაციად აღიარებული ჯგუფების დამარცხებაზე კონცენტრირება.“