ბინალი ილდირიმის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება
ბინალი ილდირიმის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება
თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, ნიზამი გენჯევის საერთაშორისო ცენტრში გასამართ, მეექვსე ბაქოს გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში იმყოფება. ილიდირიმმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ყველა სფეროში და ყველა პლატფორმაზე ერთიმეორეს დაუჭერენ მხარს. „თურქეთი და აზერბაიჯანი ყველა სფეროში და პლატფორმაზე ერთმანეთს დაუჭერენ მხარს. შეხვედრაზე ასევე აღნიშნულ იქნა, რომ ყარაბაღის საკითხის მოსაგვარებლად ორივე ქვეყანა ერთობლივად იმოქმედებს. შეხვედრაზე ვაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზა და ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) პროექტები რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაში შესატან წვლილზეც იქნა ყურადღება განხილული. პრეზიდენტმა ალიევმა, თურქეთის პრემიერმინისტრის ბაქოში მასპინძლობისათვის მადლიერება გამოხატა და ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება“, ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება