ერდოღანსა და პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს აღმოსავლეთ გუტაში მორატორიუმის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები

924274
ერდოღანსა და პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შესდგა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს და ძირითადი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებზე, სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და მის ფარგლებში დედაქალაქ დამასკოს  აღმოსავლეთ გუტას რეგიონში მიმდინარე ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე გაამახვილეს.

ერდოღანმა და პუტინმა გაეროს უშიშროების საბჭოს 2401 ნომრიანი გადაწყვეტილების ჩარჩოებში, ერთის მხრივ აღმოსავლეთ გუტაში ცეცხლის შეწყვეტის ცხოვრებაში გატარებისათვის გარანტორი ქვეყნების, თურქეთის, რუსეთის და ირანის მხრიდან გამოჩენილი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხოლო მეორეს მხრივ ხაზი გაუსვეს ხსენებულ რეგიონში მორატორიუმის შენარჩუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის დაჩქარების მნიშვნელობასაც.

გარდა ამისა, თურქმა პრეზიდენტმა რუს კოლეგას დეტალური ინფორმაციები მისცა აფრინის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში.

მომავალ თვეში სტამბოლი სირიის სამი გარანტორი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერების სამიტს უმასპინძლებს



მსგავსი ინფორმაციები