ჩავუშოღლუ დღეს გაბრიელს შეხვდება

ჩავუშოღლუ დღეს გაბრიელს შეხვდება

ჩავუშოღლუ დღეს გაბრიელს შეხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD-YPG-ს ყოფილი ლიდერი,  სალიჰ მუსლიმი სადაც არ უნდა წავიდეს ბოლომდე გააკონტროლებენ. მინისტრმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ჩავუშოღლულმ განცხადების დროს ასევე აღნიშნა, რომ მუსლიმის თურქეთზე ექსტრადაციისთვის დღეს თავის გერმანელ კოლეგა, ზიგმარ გაბრიელთან შეხვედრას გამართავს. „ჩვენს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ჩეხეთით  და გერმანიით არ შემოიფარგლება. სალიჰ მუსლიმი სადაც არ უნდა წავიდეს, მას ბოლომდე გავაკონტროლებთ. თურქეთში მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები არის. თურქეთში განხორციელებული ტერაქტების ბრალდებით მის მიმართ, სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერებია გაცემული. საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის შინაგან, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. ბოლოს, სალიჰ მუსლიმის,  გერმანიაში ყოფნა დააფიქსირეს.  



მსგავსი ინფორმაციები