ოპერაცია “ზეთისხილის რტო“ წარმატებით გრძელდება

ლიკვიდირებულია 2612 ტერორისტი

922534
ოპერაცია “ზეთისხილის რტო“ წარმატებით გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2612-მდე გაიზარდა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის 44-ე დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გუშინ კიდევ 96 ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რითაც PKK-KCK-PYD-YPG და DEAŞ-ის განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2612-მდე გაიზარდა.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ ქურთი ტერორისტებისაგან განთავისუფლებულ იქნა რაჯუს რაიონული ცენტრი და კიდევ 5 დასახლება, ასე რომ, გათავისუფლებულ დასახლებათა საერთო რაოდენობამ 102-ს მიაღწია, ხოლო სტრატეგიულ მაღლობთა რაოდენობამ კი 22-ს.

თურქეთის შეიარაღებული ძალები განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის რეგიონში ოპერაცია "ზეთისხილის რტო" PKK/ KCK/ PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად, ასევე, მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისგან და ძალადობისგან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს



მსგავსი ინფორმაციები