ერდოღანი: „ჩვენ აფრიკასთან ერთად ახალი მსოფლიო წყობა გვსურს“

ერდოღანმა აფრიკის ქვეყნებიდან ალჟირში, მავრიტანიაში, სენეგალში და მალიში განხორციელებული ვიზიტები სოციალურ ქსელ, Twitter-ში გავრცელებული განცხადებით შეაფასა

922094
ერდოღანი: „ჩვენ აფრიკასთან ერთად ახალი მსოფლიო წყობა გვსურს“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფრიკის ქვეყნებიდან ალჟირში, მავრიტანიაში, სენეგალში და მალიში განხორციელებული ვიზიტები სოციალურ ქსელ,  Twitter-ში გავრცელებული განცხადებით შეაფასა. „ღმერთის წყალობით ალჟირთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. განსაკუთრებით ინვესტიციების სფეროში ვიმედოვნებ, რომ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება. მავრიტანიაში ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მაუწყებლობის და ჰუმანიტარული ღონისძიებების ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება გვსურს. სენეგალთან დიდი ხნის პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორობა  უფრო მჭიდრო და მრავალ მხრივ ურთიერთთანამშრომლობაში გადაყვანა გვსურს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, აფრიკასთან სავაჭრო ბრუნვის  გაზრდა. პრეზიდენტის რანგში ჩემს მიერ, მალიში განხორციელებული პირველი ვიზიტი, პოლიტიკური და სავაჭრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. აფრიკაში თბილად და მეგობრულად დაგვხდნენ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა უპასუხოდ არ დავტოვებთ. ჩვენ განურჩევლად აფრიკის ქვეყნებისა, ყველა აფრიკელი  გვიყვარს. ჩვენ აფრიკასთან ერთად ახალი მსოფლიო წყობა გვსურს,“ ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები