ერდოღანმა და სალიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მაკი სალიმ თურქეთის პრეზიდენტს „სენეგალის უმაღლესი სახელმწიფო ორდენი“ გადასცა

921220
ერდოღანმა და სალიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ოფიციალური ვიზიტის სენეგალში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის სენეგალელ კოლეგა, მაკი სალისთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს რა დროსაც ერდოღანმა განაცხადა, რომ სენეგალთან ერთად  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლას მტკიცედ გააგრძელებენ. თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ სენეგალი როგორც მის მეზობლებში,  ასევე,  აფრიკის კონტინენტზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყანა და თურქეთის შავი დღის მეგობარია რა, მან ეს, 2016 წლის 15 ივლისს FETÖ-ს მიერე განხორციელებული გადატრიალების მცდელობის დროს დაამტკიცა. „პრეზიდენტ მაკი სალისთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ვისაუბრეთ. მე ვხედავ, რომ 2013 წელს ჩემი ამ ქვეყანაში პრემიერმინისტრის რანგში ვიზიტის დროს მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულების სტადიაშია. ანალოგიურის განხორციელებას ვაპირებთ ამ ვიზიტის შემდეგაც. თურქეთ-სენეგალს შორის კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს რა, უფრო უკეთესისათვის უნდა ვიმუშაოთ. სენეგალში 150-მდე ბიზნესმენით ჩამოვედით, ვფიქრობ, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენები ერთობლივი მუშაობით დიდ წარმატებას მიაღწევენ. თურქეთსა და აფრიკის კონტინეტს შორის კავშირები მე-10 საუკუნეს ეყრდნობა. მე მჯერა, რომ მომდევნო საუკუნე, აფრიკის საუკუნე იქნება, ამიტომ თანამშრომლობის გრძელვადიან პოზიციას ვანიჭებთ მნიშვნელობას,“ განაცხადა ერდოღანმა. სენეგალის პრეზიდენტმა  მაკი სალიმ თურქეთის პრეზიდენტს „სენეგალის უმაღლესი სახელმწიფო ორდენი“ გადასცა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის,  ტურიზმის, ბუნებრივი რესურსების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობასაც მოაწერეს ხელი.



მსგავსი ინფორმაციები