ერდოღანი თურქეთ-ალჟირის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი თურქეთ-ალჟირის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

919861
ერდოღანი თურქეთ-ალჟირის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთ-ალჟირის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ თურქეთი, ალჟირს რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის კუნძულად მიიჩნევს რა, რეგიონში ალჟირი თურქეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ერდიღანმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი მის ცოდნას და გამოცდილებას როგორც წარსულში,  დღეისათვისაც გაუზიარებს მის მეგობარ ქვეყნებს. 200-მდე თურქი და 600-მდე ალჟირელი ბიზნესმენის მონაწილეობით გამართულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა, თურქეთ-ალჟირის მეგობრობაზეც გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიურად გაძლიერება, რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამჟამად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 3,5 მილიარდი დოლარია, რომელსაც საკმარისად არ მიიჩნევს და ამ რიცხვის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა  სურს. „ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც ალჟირის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „Sonatrach“-ი და თურქულ კომპანია „Rönesans“-ი თურქეთის ქალაქ, ადანაში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობქიმიურ ინვესტიციას განახორციელებენ,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები