საღებავებიანი თავდასხმა საელჩოზე

საელჩოს ბინას საღებავით სავსე 8 ჩანთა ესროლეს

919352
საღებავებიანი თავდასხმა საელჩოზე

 

თურქეთის საელჩოზე გერმანიაში თავდასხმა განხორციელდა...


ოთხმა თავდამსხმელმა ბერლინში მოქმედი თურქეთის საელჩოს წინ მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან კვამლის გამომწვევი ბომბები ააფეთქეს, რის შემდეგაც თვით საელჩოს ბინას საღებავით სავსე 8 ჩანთა ესროლეს.

ბერლინის საელჩომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას მოსთხოვათ, სასწრაფოდ გამოავლინონ დამნაშავენი, გამოიკვლიონ ინციდენტი და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მათ.

გარდა ამისა, თურქეთის საელჩომ შენობის ირგვლივ უსაფრთხოების დამცავი პოლიციის რაოდენობის გაზრდაც მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები