ერდოღანმა ალჟირში გამგზავრებამდე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ერდოღანმა ალჟირში გამგზავრებამდე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალჟირში გამგზავრებამდე, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ერდოღანმა დასძინა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიასთან დაკავშირებით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას გააკონტროლებენ. „მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციისა, იქ დაბომბვები ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთთან და ირანთან მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ და პროცესს გავაკონტროლებთ,“ განაცხადა ერდოღანმა. მან ჩეხეთში დაკავებული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD-YPG-ს ყოფილი ლიდერის, სალიჰ მუსლიმი შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „საკითხს ჩვენი საგარეო და იუსტიციის სამინისტროები ახლოდან ადევნებენ თვალყურს. მოპასუხე მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ვიმედოვნებთ, რომ არასწორი ნაბიჯი არ გადაიდგმება.“ პრეზიდენტმა აფრიკის ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ალჟირთან სამხედრო, თავდაცვის და კულტურის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. ალჟირში როგორც ორმხრივ ასევე რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. ალჟირის შემდეგ მავრიტანიას შემდეგ კი, სენეგალს და მალის ვეწვევით სადაც ასევე ორმხრივ, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო საკითხებს განვიხილავთ. მალიში ჩვენი ვიზიტი ისტორიულია, რადგან, თურქეთიდან ამ ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ხორციელდება.“ მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სურთ, რადგან, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-მ ყველაზე მეტად აფრიკის ქვეყნები დააზარალა. თურქეთის მთავრობის თხოვნით მრავალმა აფრიკულმა ქვეყნებმა FETÖ-ს კუთვნილი სკოლები დახურა კიდეც.