ერდოღანმა აფრინში სირიის რეჟიმის მომხრეების შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ერდოღანმა აფრინში სირიის რეჟიმის მომხრეების შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

914774
ერდოღანმა აფრინში  სირიის რეჟიმის მომხრეების შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში რეჟიმის მომხრე ტერორისტული დაჯგუფებების აფრინში შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად აღნიშნულმა დაჯგუფებებმა უკან დაიხიეს. მან ამის შესახებ, ანკარაში  თავის მაკედონელ კოლეგა,  გეორგე ივანოვთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „საღამოს საათებში შიიტური გასამხედროებული ძალების აფრინის მიმართულებით გადაადგილება შემჩნეულ იქნა. მაგრამ, თურქეთის შეიარღებული ძალების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შემდეგ უკან დაიხიენ. ხანდახან ტერ ორგანიზაციები მიღებული გადაწყვეტილებით მცდარ ნაბიჯებს დგამენ. ამის საფასური მძიმე იქნება,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები