გეორგე ივანოვი ანკარაში იმყოფება

გეორგე ივანოვი ანკარაში იმყოფება

914489
გეორგე ივანოვი ანკარაში იმყოფება

მაკედონიის პრეზიდენტი, გეორგე ივანოვი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ  ერდოღანის მოწვევით ანკარაში ჩამოვიდა. ივანოვმა დღეს პირველი შეხვედრა  პრემიერმინისტრ, ბინალი ილდირიმთან სამუშაო სადილზე  გამართა. მან ილდირიმთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამეტის თავჯდომარე,  ისმაილ ქაჰრამანსაც შეხვდა. შეხვედრაზე სტუმარმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სამხედროებისათვის თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.  მაკედონიის ლიდერმა 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი გადატრიალების მცდელობა კიდევ ერთხელ დაგმო და დაღუპულების გამო მწუხარება გამოთქვა. გეორგე ივანოვს თავისი თურქი კოლეგა სავარაუდოთ საღამოს საათებში შეხვდება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაც იგეგმება.   თურქეთში სტუმრად მყოფი მაკედონიის პრეზიდენტი ხვალ,  თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს თავჯდომარე პროფესორ, იექთა სარაჩს შეხვდება რა დროსაც ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილება.



მსგავსი ინფორმაციები