თურქეთმა ნიკოს კოძიასის განცხადება დაგმო

თურქეთმა ნიკოს კოძიასის განცხადება დაგმო

912415
თურქეთმა ნიკოს კოძიასის  განცხადება დაგმო

თურქეთმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  ნიკოს კოძიასის  განცხადება დაგმო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ კოძიასისი ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთი საბერძნეთის მიმართ არასამშვიდობო ქმედებებს ჩადის, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა. აქსოიმ თურქეთის პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის რამოდენიმე დღის წინ თავის ბერძენ კოლეგა,  ალექსის ციპრასთან გამართული სატელეფონო საუბარი გაიხსენა და აღნიშნა: „როგორც ამ სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა, ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის დასაწევად სათანადო ზომების მიღებაზე გამახვილდა ყურადღება რა, საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება იქნა მოთხოვნილი. მიუხედავად განსხვავებული პოზიციების აღნიშნული სატელეფონო საუბარი დადებითად იქნა წარმართული და აღინიშნა, რომ პრობლემების მოგვარება მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი.“ პრესსპიკერმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის აღმოფხვრის მომხრეა რა, ანალოგიურ პოზიციას, ბერძენი მინისტრიდან ვერ ხედავენ რაც სამწუხარო და შემაშფოთებელია. ბოლო დროს,  საბერძნეთის სანაპირო უსაფრთხოების კატერები ეგეოსის ზღვაში კუნძულ,   იმიასთან ხშირად ახორციელებენ დარღვევებს.



მსგავსი ინფორმაციები