ჯეიმს ჯეფრის ინტერვიუ TRT-სთან

ჯეიმს ჯეფრის ინტერვიუ TRT-სთან

912543
ჯეიმს ჯეფრის ინტერვიუ TRT-სთან

ამერიკის ყოფილმა ელჩმა თურქეთში,  ჯეიმს ჯეფრიმ თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობა, TRT-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ PYD/YPG სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის  ფრთაა. მისი თქმით ამის შესახებ აშშ-ს სენატშიც იქნა აღნიშნული, რომელიც, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ ორი წლის წინ მომზადებულ ანგარიშით დამტკიცდა. ჯეფრიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში, თურქეთს  სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. ელჩმა, აშშ-ს სირიის ქალაქ მემბიჯის პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა: „აშშ-მ სირიის ქალაქ მემბიჯში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის  წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით  ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-სთან თანამშრომლობა დაიწყო რა, თურქეთისათვის მიცემული სიტყვა არ შეასრულა. ამიტომ,  მე ანკარის შეშფოთება  საკითხთან დაკავშირებით კარგად მესმის. ჩვენ,  მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ შევასრულეთ. ვაშინგტონის სირიის პოლიტიკასთან დაკავშირებით ყოველდღიური ცვლილებების გამო ანკარის რეაქცია გასაგებია. მემბიჯი საკამათო თემაა. აშშ-მ პირობა დადო, რომ  PKK/KCK/PYD-YPG მდინარე ევფრატს არ უნდა გასცდომოდა, მაგრამ მათ ეს სიტყვა არ შეასრულეს და მემბიჯში დასახლდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად მე იმედი მაქვს, რომ ორ მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შრის დაძაბულობა დიდ ხანს არ გაგრძელდება.“



მსგავსი ინფორმაციები