თურქეთ-ბელორუსიას შორის შეთანხმებები გაფორმდა
თურქეთ-ბელორუსიას შორის შეთანხმებები გაფორმდა

ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის დედაქალაქ, მინსკში ჩასულმა თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა თავის კოლეგა, ანდრეი კობიაკოვს შეხვდა რა, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის დროს ილდირიმმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე, თურქეთ-ბელორუსიის სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „თურქეთ-ბელორუსიას შორის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივი ასევე რეგიონალურ საკითხებშიც მსგავსი პოზიცია გაგვაჩნია. ბელორუსიის საგარეო პოლიტიკას ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით. მიუხედავად მრავალმხრივი რეგიონალური და მსოფლიო პრობლემებისა, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მხრიდან თავისი ქვეყნისათვის გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 30%-ით გაიზარდა. ბელორუსიასთან სხვადასხვა სფეროში ერთდროულად ვმოქმედებთ,“ განაცხადა ილდირიმმა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ანდრეი კობიაკოვმა განაცხადა: „ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებას ორი ქვეყნის დიალოგში. თურქეთი დღეს ჩვენი, რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორი ქვეყნის პრეზიდენტის მუდმივი კავშირით ქვეყნებს შორის ურთიერთობაც მაღალ დონეზეა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა რა, ამჟამად ამ რიცხვის გაზრდისათვის ვმუშაობთ. ჩვენ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით თურქეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვაქცევთ ყურადღებას. ასევე ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროშიც. ამჟამად ბელორუსიაში 300-მდე თურქული კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს.“ ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, თურქეთ-ბელორუსიას შორის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, სპორტის, მეცნიერების და საგანმანათლებლო სფეროში მრავალ შეთანხმებას მოეწერა ხელი.