ბოზდაღი აფრინის ოპერაციას Twitter-ის მეშვეობით ეხმაურება

ბოზდაღი აფრინის ოპერაციას Twitter-ის მეშვეობით ეხმაურება

910878
ბოზდაღი აფრინის ოპერაციას Twitter-ის მეშვეობით ეხმაურება

ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ აშშ-მა ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD/YPG-ს საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს. ბოზდაღმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით აფრინის რეგიონში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ რეგიონი ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD/YPG და DEAŞ-ისგან გათავისუფლებული იქნება.  „ჩვენი ქვეყნის საზღვრების და რეგიონის მშვიდობა უნდა დავამყაროთ. ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ  ტერორის დერეფნის შექმნას და ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არავის მივცემთ.  ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD და  YPG-ს მხრიდან სირიის ჩრდილოეთში ეთნიკური, იდეოლოგიური და  დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის უფლებას არ მივცემთ. ასევე არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ თითქოს და სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების სახით, ტერორისტული არმიის ჩამოყალიბებას. ამიტომ აშშ-მ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს,“ განაცხადა ვიცეპრემიერმა ბოზდაღმა.



მსგავსი ინფორმაციები