თურქეთმა ვიზა-ლიბერალიზაციის დოკუმენტები გადასცა

თურქეთმა ვიზა-ლიბერალიზაციის დოკუმენტები გადასცა

905956
თურქეთმა ვიზა-ლიბერალიზაციის დოკუმენტები გადასცა

ევროკავშირში, თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ელჩმა, ფარუქ ქაიმაქჩიმ თურქეთის ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის დოკუმენტები ევროკავშირის კომისიის თავჯდომარის პირველ მოადგილე, ფრანს ტიმერმანს გადასცა. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ელჩმა ქაიმაქჩიმ ტიმერმანს აღნიშნული დოკუმენტები სტრასბურგში გადასცა. შეხვედრაზე ქაიმაქჩიმ, ტიმერმანს განუცხადა, რომ კომისიამ თურქეთს ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა უნდა გაუწიოს  რადგან, ეს საკითხი  რეგიონისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ტიმერმანსმა კი აღნიშნა, რომ კომისია შესაბამის სამუშაოებს დაუყონებლივ დაიწყებს რა, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობა გადაუხადა. ჩავუშოღლუმ გუშინ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ წამოყენებული 72 კრიტერიუმიდან თურქეთის აზრით 67, ხოლო ევროკავშირის აზრით 65 განხორციელებულ იქნა.



მსგავსი ინფორმაციები