მოგერინის შეფასება თურქეთის შესახებ

მოგერინის შეფასება თურქეთის შესახებ

905146
მოგერინის შეფასება თურქეთის შესახებ

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ თურქეთს აქვს უფლება სირიის საზღვრის გასწვრივ რეგიონებში თავისი მოსახლეობა დაიცვას რა, ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარის შეშფოთებას გაგებით ეკიდებიან. მან ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ, სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეის სხდომაზე, „თურქეთი და აფრინი“   განაცხადა.  სხდომაზე სიტყვით გამოსულმა მოგერინიმ, სირიაში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“-ს და თურქეთში განვითარებულ ბოლო მოვლენების შესახებ ისაუბრა. „თურქეთთან თანამშრომლობის საკითხში ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით. უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი რთულ პერიოდს გადის. ტერორიზმი, მოულოდნელი გადატრიალების მცდელობა, მიგრანტების საკითხი და ახლაც  საზღვარ გარეთ ოპერაცია. ჩვენ პირველ რიგში საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებლების და მთავრობის შეშფოთებას გაგებით ვეკიდებით და ვაღიარებთ, რომ თურქეთს უფლება აქვს სირიის საზღვრის გასწვრივ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვას,“ განაცხადა მოგერინიმ.  მან ასევე დასძინა, რომ თურქეთის მხრიდან სირიაში დაწყებულ ოპერაციებს ახლოდან აკვირდებიან რა, სირიის ჩრდილოეთში გახსნილი ახალი ფრონტი აშფოთებთ. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ყოველი სამხედრო მოქმედება ყველა ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. მან ბოლოს იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამის შემდეგ თურქეთთან მოლაპარაკებები უნდა გაახშირონ და მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან.



მსგავსი ინფორმაციები