ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

905411
ერდოღანმა  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა, PYD/YPG-ს გამოყენება ყველას თავისი სურვილისამებრ შეუძლია. მან ამის შესახებ, იტალიაში  ვიზიტის  დროს  ჟურნალისტებთან  გამართული შეხვედრის  დროს განაცხადა: „PYD/YPG თუ როდის რას მოიმოქმედებს, ცნობილი არ არის. მათი გამოყენება ყველას შეუძლია. YPG ტერ ორგანიზაციაა.“ პრეზიდენტმა, აშშ-ს მუმბიჯის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა ობამამ მუმბიჯის საკითხთან დაკავშირებით თურქეთი მოატყუა რა, ტრამპის მთავრობაც იგივე პოლიტიკას აგრძელებს. „ტრამპმა ჩვენ გაგვიცხადა, რომ PYD/YPG-ს წევრები მუმბიჯში არ უნდა დარჩენილიყვნენ არამედ მდინარე, ევფრატის აღმოსავლეთით უნდა გადასულიყვნენ. მათ ასევე აღიარეს, რომ მუმბიჯის ნამდვილი მეპატრონეები არაბები არიან, მაგრამ დადებულ პირობას არ ასრულებენ. ამიტომ ადრე თუ გვიან მემბიჯი ნამდვილ მეპატრონეებს უნდა დაუბრუნდეს,“ აღნიშნა ერდოღანმა. ჟურნალისტებმა ვატიკანში, პაპა ფრანცისკესთან გამართული შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს რა, პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: „პაპაც იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით იგივეს ფიქრობს, როგორც ჩვენ, ანუ, მისი სტატუსი არ უნდა იქნეს შეცვლილი. პაპაც, აშშ-ს მხრიდან იერუსალიმთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯს არასწორად მიიჩნევს. მე, მას განუცხადე, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მუშაობაა საჭირო  რა, თქვენს მიერ კათოლიკური სამყაროსათვის მიცემული მესიჯი მნიშვნელოვანია.“  ერდოღანმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ პაპას,  1915 წლის მოვლენების თურქეთისათვის  მგრძნობიარობაც  შეახსენა და განუცხადა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნით არ უნდა იქნეს გამოყენებული.



მსგავსი ინფორმაციები