უზბეკეთმა თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

უზბეკეთმა თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

903920
უზბეკეთმა თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზაევმა თურქეთის ჩათვლით 7 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. მირზაევის მხრიდან ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით ისრაელის, ინდონეზიის, სამხრეთ კორეის, მალაიზიის, სინგაპურის, იაპონიის და თურქეთის მოქალაქეებს უზბეკეთში მოგზაურობა ვიზის გარეშე 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. აღნიშნული განკარგულება ძალაში მიმდინარე წლის 10 თებერვალს შევა. უზბეკეთის პრეზიდენტის განკარგულებით მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასევე  ელექტრონული სავიზო (e-Vize) სისტემაც უნდა იქნეს შემოღებული.  მირზაევმა გასული წლის ოქტომბრის თვეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, ჩეხეთის, ლატვიის, მალაიზიის, იაპონიის და ტაილანდის მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული.



მსგავსი ინფორმაციები