ერდოღანის ვიზიტი ვატიკანში გრძელდება
რომის პაპის შემდეგ იგი ვატიკანის პრემიერმინისტრსაც შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, რომის პაპ ფრანცისკასთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ვატიკანის სახელმწიფო მდივანი (პრემიერ-მინისტრი), კარდინალი პიეტრო პაროლინი მიიღო და ეს შეხვედრა სამოციქულო სასახლეში დახურულ კარს მიღმა წარიმართა რა, 1 საათი და 10 წუთი გასტანა და მხარეებს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ.
ვატიკანში დასრულებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი რომში გადავა და მას იტალიის საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ შეხვედრას მოუწყობს თავისი იტალიელი კოლეგა სერჟიო მატარელლა, რის დასრულების კვალდაკვალ ისინი ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით გამართულ სამუშაო ვახშამს შეუერთდებიან.
თურქი პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო გრინოლიასთანაც შეხვედრას გამართავს, რის დასრულების შემდეგ იტალიელ ბიზნესმენ-საქმოსნებს შეხვდება
მსგავსი ინფორმაციები

ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“
ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“

მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა