შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ანგარიში გამოაქვეყნა

ლიკვიდირებულია 932 ტერორისტი

902980
შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ანგარიში გამოაქვეყნა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შესახებ ორ კვირიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 13 ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, 57 დაშავდა, ხოლო ლიკვიდირებული იქნა 932 ტერორისტი.

„ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა ავიაციამ ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის 538 სამიზნე გაანადგურა. ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სულ ცოტა 932 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ტერორისტებთან მომხდარი შეტაკებების შედეგად დღემდე 13 შეიარაღებული ძალების წევრი შეჰიდი გახდა, 57 კი დაშავდა, რომლების სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება,“ ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები